საწარმო აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის იტალიური და გერმანული დანადგარებით, როგორიცაა Bertolaso, Gernep, Kosme.
საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია 150 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტის გემოვნური თვისებებისა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
საწარმოს პერსონალი გადამზადებულია როგორც საზღვარგარეთ, ასევე ადგილობრივად მოწვეული სპეციალისტების მიერ.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა - მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი ზომის, ფასის და შეფუთვის შესაბამისად.
ჩვენი მიზანი
ჩვენი პროდუქცია მზადდება სიყვარულით, ჩვენ არასდროს ვამატებთ მავნე დანამატებს გემოს გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასაგრძელებლად.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ჯანსაღ და ბუნებრივ ინგრედიენტებს.
ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ მომხმარებელს პროდუქტი, რომელიც დაეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.